ზესტაფონის მერმა თანამდებობა დატოვა

1011

წინა სტატია

ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობიდან გადადგა. პოსტის დატოვების შესახებ მახათაძემ განცხადება დღეს დაწერა.

კახაბერ მახათაძემ გადადგომის შესახებ მის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვყნა, სადაც ზესტაფონის მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ მათზე კვლავ იზრუნებს, თუმცა, გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს.

დღესვე პოსტი დატოვა ზესტაფონის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, დავით აბულაძემ. ზესტაფონის ადმინისტრაციული სამსხურის უფროსის, ეკა დუგლაძის თქმით კი, მერიის დატოვებას სხვა თანამშრომლებიც აპირებენ.

“რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული, მთელი გუნდი აპირებს, რომ დატოვოს სამსახური, თუმცა, იმის გამო, რომ სამუშაო პროცესი არ შეფერხდეს, ჯერჯერობით ვაგრძელებთ მუშაობას”,–ამბობს ეკა დუგლაძე.

ზესტფონის მერიაში საკადრო ცვლილებები 11 თებერვალს დაიწყო. გუშინ პოსტი ვიცემერმა ელგუჯა კვეტენაძემ დატოვა. მერის მოვალეობას მეორე მოადგილე დავით ჩირგაძე შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის მერის წინააღდეგ მუნიციპალიტეტში არაერთი აქცია გაიამრთა და კახა მახათაძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ.