აწყურში, იმ რეზერვიუარს გააკეთებენ, საიდანაც სოფელს დაბინძურებული წყალი მიეწოდება

684

ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტით, აწყურში ე.წ. ველის წყლის სათავე ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მერიაში განაცხადეს, რომ აწყურში იმ რეზერვუარსა და შიდა ქსელს, საიდანაც ნახევარ სოფელს დაბინძურებული წყალი მიეწოდება, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება: “თანხა მაშინ განისაზღვრება, როცა ტენდერი გამოცხადდება“.
სოფელ აწყურში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წყლის პრობლემის გადასაჭრელად ხუთი პროექტი განხორციელდა, რაშიც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა, სოფლის ნახევარს ამ დრომდე დაბინძურებული წყალი მიეწოდება. სოფელში მოსაწესრიგებელი „ველის წყლის“ სათავე ნაგებობაა.