ბახტაძე: რეფორმის ფარგლებში 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიწა დაირეგისტრირა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიწა დაირეგისტრირა. მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი ჯამში 300 000 ჰექტარზე მეტს შეადგენს და დღეს ყველა ის სირთულე აღმოფხვრილია, რომელიც მიწის რეგისტრაციასთან იყო დაკავშირებული.

“მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში მიწის რეგისტრაცია გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდა მიწის რეგისტრაციის პროცედურები და მოქალაქეებისთვის ეს სერვისი გახდა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჩვენ დავიწყეთ რეფორმის ეს ეტაპი 2016 წლის 1 აგვისტოდან და დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა. დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია ყველა ის სირთულე, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის რეგისტრაციის პროცესთან.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არ დარჩეს აღურიცხავი მიწები, გახლავთ ის, რომ დაცული იყოს მესაკუთრის უფლებები. სწორედ ეს გახლავთ ამ რეფორმის მთავარი იდეა.

2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის თებერვლამდე გამარტივებული პროცედურებით 600 700-მდე განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა. ჯამურად კი რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300 000 ჰექტარზე მეტს შეადგენს. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ რეფორმის განხორციელება ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ..

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

მსგავსი სიახლეები
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
სტატიის გაგრძელება კომპანია, რომლის 20%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლეა, ნიუ პორტის ქუჩაზე მდებარე
დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტის მერიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას კახეტის ხმა
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები გურიასა და აჭარაში მიმდინარეობს. მომდევნო
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, გამარტივებული და ხელმისაწვდომი სარეგისტრაციო პროცედურებით, მიწა საკუთრებაში 450 000 -ზე მეტმა
წინა სტატია იმერეთის რეგიონში ეროვნული სანავიგაციო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საველე-აღწერით სამუშაოებს აგრძელებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბარდუბანი, ქვედა სიმონეთი და ზედა სიმონეთი დამისამართების პროცესში ხარვეზებია, რის გამოც ამ
საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები ცხრა თებერვლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიული მონაცემს აღწერენ. ინფორმაციას kutaisipost.ge
დაბა მანგლისის გაუმჯობესებული წყალმომარაგების მიზნით, მიმდინარე წელს, სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაცია დაიწყება.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. შოროპნის შემდეგ უკვე მეორე
ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის დადგენილებას ხელს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მან თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულლება შეძლოს, - ამის შესახებ
სკოლების კუთხით ჩვენ საკმაოდ მძიმე გამოწვევები გვაქვს და დაახლოებით, 7 მილიარდი ლარი გვჭირდება, რომ საქართველოს
%d bloggers like this: