გორის მერია 2 ახალ თანამშრომელს აიყვანს

გორის მუნიციპალიტეტის მერია 2 ახალ თანამშრომელს აიყვანს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ორი ახალი თანამშრომლის აყვანაზე თანხმობა საკრებულოს მერიამ სთხოვა. როგორც მერიამ განმარტა ახალი თანამშრომლების აყვანა პროგრამის -“სამოქალაქო ბიუჯეტი” ეფექტიანი განხორციელებისთვის არის საჭირო.

“მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პროგრამა “სამოქალაქო ბიუჯეტი“, სადაც გამოხატულია მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა ნება, თუ რას თვლიან პრიორიტეტად მათ უბანში და თემში. ამან განაპირობა 93 ერთეული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების საჭიროება (პროექტი და ხარჯთაღრიცხვა), რომლის გარეშეც აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდება. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ყველა შედგენილმა პროექტმა უნდა დააკმაყოფილოს ექსპერტიზის მოთხოვნები და გადავიდეს ტენდერზე გამარჯვებული მიმწოდებლის გამოსავლენად. ვინაიდან სამსახურის დებულებით, საპროექტო სამუშაოების მომზადება არ ევალებათ ამავე სამსახურის სპეციალისტებს, ამიტომ ამ სამუშაოების დროულად შესასრულებლად მიზანშეწონილია შრომითი ხელშეკრულებით ორი სპეციალისტის აყვანა”, – წერია დოკუმენტში, სადაც მერია ორი ახალი თანამშრომლის აყვანის საჭიროებას განმარტავს.

საკრებულოს წევრებმა მერიის თხოვნა დააკმაყოფილეს და ორი ახალი თანამშრომლის აყვანაზე თანხმობა მისცეს.

ინფორმაციისთვის, გარკვული რაოდნეობის თანამშრომლების აყვანის შემდეგ, მერიას დამატებითი ადამიანების დასაქმებისთვის საკრებულოს თანხმობა სჭირდება. გასულ წელს, ასეთი თანხმობის საფუძველზე, მერიამ 7 დამლაგებელი აიყვანა, თუმცა მას შემდეგ, რაც უწყებამ დასუფთავების მომსახურების შესყიდვა კერძო კომპანიისგან დაიწყო, ეს ადამიანები სამსახურიდან დაითხოვა. ამჯერად კი, გამონაკლისის სახით, 2 სპეციალისტის აყვანა გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები
"მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს“ - ამ სლოგანით გორში “სამოქალაქო ბიუჯეტი 2020-ის“ - ფარგლებში განსახორციელებელი
გორის ორ დასახლებასა და სოფელ ქიწნისში "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში, სპორტული სივრეები მოეწყობა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა
ზუგდიდში "სამოქალაქო ბიუჯეტის" შექმნა სურთ, რომელშიც მოსახლეობის ინიციატივები და სურვილები კონკრეტული პროექტების სახით უნდა აისახოს. ინფორმაციას
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი საპროექტო განაცხადებით მიმართონ და ის
გორის მერმა ტელეკომპანია "თრიალეთის" პირდაპირ ეთერში 2018 წელს განხორციელებულ და 2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
წინა სტატია “სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მინისტადიონის მწვანე საფარის გარეშე შემოღობვა/მოწყობა და
წინა სტატია 2019 წელს "სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში მოეწყობა. პროექტით გათვალისწინებული
გორში "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში მოსახლეობის მეირ შერჩეული პროექტების და მათი განხორციელების დეტალების შესახებ საჯარო შეხვედრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესი გორის სოფლებშიც დაიწყო. პროექტის ფარგლებში 28 ადმინისტრაციული ერთეულისთვის დაახლოებით 3 მლნ ლარია გათვალისწინებული,
წინა სტატია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით, საზოგადოებრივი დარბაზი დაფუძნდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2 დღეში 2018 წელი დადგება, ადგილობრივ თვითმმართველობებში მომდევნო წლის ბიუჯეტების მიღების პროცესი
გორის მერიის ინფომაციით "ვოლოგდის დასახლებაში" შესასვლელი გზის რეაბილიტაცია 13 ინფრასტრუქტურულ პროექტს შორის ერთ-ერთია, რომელიც "სამოქალაქო
ბორჯომში ახალი საპილოტე პროექტის “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა დასრულდა. შეხვედრები ექვსივე
ბორჯომში, ახალი საპილოტე პროექტის “სამოქალაქო ბიუჯეტის” განხორციელების ახალი ეტაპი იწყება. ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის თქმით,
%d bloggers like this: