გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ხელფასებზე ერთ წელში 2 334 942 ლარი დახარჯა

635

გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ხელფასებისთვის ერთ წელში 2 334 942 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“სააგენტომ შტატიან თანამშრომელთა ანაზღაურებაზე გასულ წელს 2 066 821 ლარი, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე კი 268 121 ლარი გასცა, – ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტოს წლიურ ანგარიშშია მოცემული.

ამ მიმართულებით, გეგმით გათვალისწინებული თანხიდან  სააგენტოს 6 301 ლარი გაუხარჯავი დარჩა.

ინფორმაციისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული სააგენტო  6 310 700 ლარით დაფინანსდა.