გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს 2018 წელს 43 286 ლარი გაუხარჯავი დარჩა

739

გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს გასულ წელს 43 286 ლარი გაუხარჯავი დარჩა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2018 წელს სააგენტო 6 310 700 ლარით დაფინანსდა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ თანხიდან გასულ წელს 6 267 414 ლარი დახარჯა.

სააგენტოს წლიური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა აუთვისებელი კვების ხარჯიდან დარჩა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ზუსტად სააგენტომ სამედიცინო მიმართულებით გაწერილი თანხა გახარჯა.