გორის საკრებულო პლანშეტების შესაძენად ტენდერის გამოცხადებას გეგმავს

701

სტატიის გაგრძელება

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ტენდერის გამოსაცხადებლად ემზადება, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს წევრებს პლანშეტები  უნდა შეუძინონ და მოაწყონ სივრცე ხმის ელექტრონულად მისაცემად. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის საკრებულოში აცხადებენ, რომ პლანშეტები საკრებულოს წევრებს საშუალებას მისცემს, განსახილველი საკითხები ელექტრონული ფორმით მიიღონ და მათი ამობეჭდვა აღარ გახდეს საჭირო. საკრებულო ამით ხარჯების შემცირებას გეგმავს.

“ჯერ უნდა გამოვაცხადოთ ტენდერი, მოვიძიოთ ფირმა, რომელიც ამ ყველაფერს მოაგვარებ. საერთო ჯამში 30 000 ლარი გამოვყავით. უახლოეს მომავალში ვფიქრობთ ამ საქმის შესრულებას“, – განმარტა საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა ზაზა ნასყიდაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 40 დეპუტატია.