სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხში სოფლის კრებები ჩატარდა

732

წინა სტატია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საერთო კრება უკვე ჩატარდა და  მოსახლეობამ პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეარჩია.

შიდა საუბნო გზის მოწესრიგება, სანიაღვრე არხის მოწყობა, სასმელი წყლისა მაგისტრალისა და საოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მოსახლეობამ სოფლის კრებებზე დაასახელა.

ადგილობრივებმა სოფელ ფოდაანში სანიაღვრე არხი მოეწყობა, ზემო ნაშოვარში ეკლესიის ეზოს ტერიტორიის კეთილმოეწყობა, ხოლო, ქვემო ნაშოვარში სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს.

შიდა გზის მოწესრიგება, სანიაღვრე არხის მოწყობა, სპორტული გამაჯანსაღებელი ფიტნეს კლუბი, ეს იმ პრიორიტეტების ჩამონათვალია, რომელიც სოფელ ჭაბუკიანის, ბაღდათისა და ონანაურის მოსახლეობამ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან კონსულტაციის შედეგად გამართულ სოფლის კრებაზე შეარჩიეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ აფენის მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, კეთილმოეწყობა შინ მოუსვლელთა მემორიალი და სოფლის ცენტრში არსებული მოსაცდელი, ხოლო სოფელ გვიმრიანის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სავარგულებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიგეგმა.

ასევე, სოფლის საერთო კრება სოფელ გიორგეთში, ვერხვისმინდორში, ლაფნიანში, ფიჩხიბოგირსა და გუჯარეთში ჩატარდა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფელ გიორგეთში სპორტული ინვენტარის შეძენა, ვერხვისმინდორში სასაფლაოს შემოღობვა, ლაფნიანში გარეგანათების მოწყობა და მოსაცდელის დამონტაჟება, ფიჩხიბოგირში სოფელთან დამაკავშირებელი გზის მოხრეშვა, გუჯარეთში კი შემკრები ავზისა და საუბნო ონკანების მოწყობა დაიგეგმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრების ჩატარების განრიგი შეგიზლიათ იხილოთ ბმულზე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სულ 3 700 სოფელს მოიცავს, საერთო კრებებში კი პირველ მარტამდე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 67 ტერიტორიულ ერთეულში 920 000 ლარი დაიხარჯება.