ქუთაისის აუზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

828

წინა სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის აუზის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, პროექტით ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობაა გათვალისწინებული.

მათივე ინფორმაციით, აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება.

“პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. ასევე, უნდა მოეწყოს სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეები”, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქუთაისში ისტორიული უბნისა (მდინარე რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია) და დავით კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაციასაც იწყებს.