თელავის სოფელ ვარდისუბანში სოფლის კრება ჩატარდა

585

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ადგილობრივები არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში გამართულ საერთო კრებაზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებად სპორტულ მოედანთან სავარჯიშო სკვერის მოწყობა და ტრენაჟორების მონტაჟი, სახლების გადანომვრა და მისამართის აღმნიშვნელი ბანერების დამაგრება დაასახელა.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული საკითხების მოგვარება 2019 წელს მოხდება.

“სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელზე გამოყოფილია 30 000 ლარამდე, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. სოფელ ვარდისუბანში ჩავატარეთ შეხვედრა, სადაც მოსახლეობამ დაასახელა საკითხები, რომელიც აღნიშნული თანხით წელს მოგვარდება”, – განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.