ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე გზას აწესრიგებენ

910

ვაკის რაიონში ფალიაშვილის N32-ის ეზოში, ფალიაშვილის N38-ში და ნუცუბიძის V მ/რ-ში მდებარე საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ვაკის გამგეობაში განმარტავენ, ფალიაშვილის N32-ის ეზოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვლება ბორდიური და ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ლუკრი“ აწარმოებს.

ხოლო, მათივე ცნობით, გზის მოწესრიგება, ფალიაშვილის N38-ში და ნუცუბიძის V მ/რ-ში მდებარე საბავშვო ბაღების ტერიტორიაზეც დაიწყო. გეგმის თანახმად, N201 და N1 ბაღებში ასფალტის საფარი დაიგება.

პროცესს რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.