საჩხერის სოფელ პერევში თიხის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

1212

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში თიხის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რისთვისაც წიაღის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არანაკლებ 250 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და მინიმუმ 30 ადამიანი დასაქმდება.

“პერევის“ კერამიკული თიხის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 10 წლიანი ლიცენზია ელექტრონულ აუქციონზე 121 626 ლარად გაიცა.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კერამიკული, იგივე გამომწვარი თიხა, მისი უნიკალური თვისებების გამო, ეკო-არქიტექტურაში ფართოდ გამოიყენება. მას ნედლეულს ეკოლოგიური მოსაპირკეთებელი სამშენებლო მასალების დასამზადებლად იყენებენ.

საბადოების მართვაზე, მათ შორის, მოპოვების ლიცენზიის გაცემაზე პასუხისმგებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო.