ახალი ბაღების გახსნის მიუხედავად, გორში 110 აღსაზრდელი ისევ საბავშო ბაღის მიღმა რჩება

892

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ცნობით, გორის მუნიციპალტეტის საბავშვო ბაღებში 5 970 აღსაზრდელი, აქედან ქალაქში – 3 307, სოფლებში – 2 663 აღსაზრდელი ირიცხება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

2018- 2019 წლის სასწავლო წლის დასაწყისში საბავშვო ბაღებში 3 307 ბავშვი ჩაირიცხა, სარეზერვო სიაში კი 110 აღსაზრედლი დარჩა.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილის თქმით, სარეზერვო სიას წლის განმავლობაში ახალი განცხადებები ემატება. 

“ახალი განცხადებების დაკმაყოფილება ეტაპობრივად, სხვადასხვა ბაღებში ამორიცხული ბავშვების ხარჯზე ხდება. ბაღიდან აღსაზრდელი სხვადასხვა მიზეზით ირიცხება, მათ შორის არასაპატიო გაცდენების, მშობელთა განცხადების და სხვა ბაღში გადაყვანის მიზეზით.“ 

სააგენტოს ცნობით, გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტს სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. კერძოდ, სოფელ ტინისხიდში 60 აღსაზრელზე, სოფელ ფხვენისში – 47 აღსაზრდელზე, სოფელ ქვემო ხვითში კი – 45 აღსაზრელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. გარდა ამისა, მეჯვრისხევსა და ზერტში საბავშვო ბაღებისთვის გამოიყო ალტერნატიული ფართები და აღდგა სასწავლო პროცესი. ამ დროისთვის მეჯვრისხევის ბაღში 126 აღსაზრდელია, ზერტში კი -119.