ლაგოდეხის სოფლებში სანიაღვრე არხის მოწყობასა და წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციას ითხოვენ

891

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოდაანსა და ქვემო ნაშოვარში სანიაღვრე არხის მოწყობასა და წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციას ითხოვენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, ეს პრობლემა წლებია აწუხებთ. მერიაში აცხადებენ, რომ ეს პრობლემები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოგავრდება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში კრებები გაიმართა. ადგილობრივებთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა ის პრიორიტეტები, რომლებიც წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფელ ფოდაანში, სანიაღვრე არხი მოეწყობა, ზემო ნაშოვარში კეთილმოეწყობა ეკლესიის ეზოს ტერიტორია, ხოლო ქვემო ნაშოვარში სასმელი წყლის მაგისტრალს ჩაუტარდება რეაბილიტაცია”, – აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.