საქართველოში ყველაზე მაღალ დროშას ქუთაისში აღმართავენ

1189

ინდურმა კომპანია “სითი ქონსთრაქშენმა“ ქუთაისს საჩუქრად 46,5 მეტრიანი დროშა გადასცა. მერიის ინფორმაციით, დროშის სადგარი უკვე ქუთაისშია ჩატანილი და მას ქალაქის ერთ-ერთ შესასვლელში აღმართავენ.

“დროშის სიმაღლე 46,5 მეტრია და ის ყველაზე მაღალი დროშა იქნება საქართველოში”, – ამბობენ ქუთაისის მერიაში.