ქუთაისის მერიამ ყინულის მოედნისთვის აგრეგატი შეიძინა

713

წინა სტატია

როგორც ქუთაისის ა(ა)იპ “სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში” განაცხადეს, ყინულის მოედნის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭორო აგრეგატი უკვე შეძენილია და მოედანი მალე გაიხსნება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ქუთაისში ყინულის მოედანი თითქმის ერთი წელია დაკეტილია და გასული წლის აპრილში დაზიანებული აგრეგატი ამ დრომდე არ შეცვლილა. შეფერხების გამო მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ მათ დაპირების აღარ სჯერათ.

“რამდენი თვე გავიდა, რაც დაკეტილია,  მხოლოდ დაპირება და მეტი არაფერი, უკვე აღარც გვჯერა დაპირების. ბავშვები ამდენი თვეა გაჩერებული არიან და რაც ისწავლეს, დაიკარგა”, -აცხადებენ მშობლები.

ქუთაისის მერიამ ყინულის მოედანისთვის აგრეგატის შესაძენად ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა. სამუშაოებს ხელშეკრულებით გამარჯვებული კომპანია “ტრემაქს ჯორჯია“ ასრულებს. მათი წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ იანვრის ბოლოს მოედანი მუშაობას დაიწყებდა. ქუთაისის მერიამ აგრეგატის შესაძენად  165 ათასი ლარი გადაიხადა.