ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი უფროს ვიცემერის თანაშემწედ დაინიშნა

1012

წინა სტატია

ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი რუსლან კილასონია ზუგდიდის ვიცემერის თანაშემწედ დაინიშნა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“რუსლან კილასონია ხელშეკრულებით აყვანილია ვიცემერის თანაშემწედ და ის ინფრასტრუქტურის ნაწილს კურირებს“, – განმარტავენ ზუგდიდის მერიაში.

რუსლან კილასონიამ ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური უფროსის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 4 თებერვალს დატოვა. მაშინ კილასონია აცხადებდა, რომ მისი შედარებით დაბალ პოზიციაზე გადაყვანა განიხილებოდა.

“ასაკი თავისასა შვრება, სამსახურის უფროსის თანამდებობა რთული სამუშაოა და ამიტომ გადავწყვიტე წამოსვლა. ისე მეხვეწებოდნენ დარჩიო და არ გამომიშვეს, განიხილება ჩემი სხვა, უფრო დაბალ პოზიციაზე გადაყვანა“,- განმარტავდა კილასონია თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ რუსლან კილასონია ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსად 2016 წლის 1 იანვარს დაინიშნა.