ქუთაისის ვიცემერმა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

107

წინა სტატია

ქუთაისის ვიცემერმა გიორგი იობაშვილმა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა თანამდებობები დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის ვიცემერმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რაც შეეხება იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თანამდებობა  გრიგოლ დალაქიშვილმაც საკუთარი სურვილით დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს ვიცემერისა და სახელმწიფო რმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობებს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეების თანამდებობების, შესაძლო, დატოვების შესახებ, ინფორმაცია რამდენიმე დღეა ვრცელდება.