ლაგოდეხის სოფელ აფენსა და გვიმრიანში საერთო კრება გაიმართა

701

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების აფენისა და გვიმრიანის მოსახლეობა დასასვენებელი სკვერის, მოსაცდელის, საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას და ვენახამდე მისასვლელი გზის მოხრეშვას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ჯამბურიას თქმით, აღნიშნული პრობლემების მოგვარება მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრებზე დაასახელა.

“სოფელ აფენისა და გვიმრიანში სოფლის კრება გაიმართა, სადაც მოსახლეობამ პრობლემები დაასახელა, რომელიც მიმდინარე წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით მოგვარდება. წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 920 000 ლარი გამოიყო”,- განაცხადა კახა ჯამბურიამ.