გორის სოფელ ხიდისთავსა და თერგვისში გაზიფიცირება დასრულდა

865

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისისა და ხიდისთავის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა.

როგორ “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ხიდისთავში 3 3218 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი აიგო და 1 250 ადგილობრივ ოჯახს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა. რაც შეეხება სოფელ თერგვისს, აქ გაზიფიცირებულია 78 კომლი და აშენდა 3 546 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2013 წლიდან დაიწყო და პროექტები, მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგების ხელშეწყობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დღემდე აქტიურად მიმდინარეობს”, – ნათქვამია “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.