თელავში წლის ბოლომდე, შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდეს

1098

წინა სტატია

თელავში წლის ბოლომდე, შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც თელავის მერიაში განმარტავენ, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები  ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან.

“თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რა თანხა იქნება საჭირო ტრანსპორტის შემოსაყვანად, ამ საკითხზეც აქტიურად ვმუშაობთ. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს რა რაოდენობის ტრანსპორტი უნდა შემოვიყვანოთ, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შემოყვანილი ტრანსპორტი ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.