ტაქსების თეთრად გადაღებვა პირველი მარტიდან დაიწყება

წინა სტატია

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ავტომანქანის თეთრად გადაღებვის და ქიმწმენდის ვაუჩერით სარგებლობა მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს შეეძლებათ, რომლებსაც გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება და ექნებათ ტაქსის ლიცენზია. მისივე ინფორმაციით, ტაქსების თეთრად გადაღებვა პირველი მარტიდან დაიწყება.

ამასთან, ხმალაძის ცნობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, რომელი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსებას უკავშირდებოდა კომპანია “ალმამ” გაიმარჯვა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მანქანებს რეკლამის განთავსების სანაცვლოდ სწორედ აღნიშნული კომპანია გადაუღებავს.

“ერთი კვირის წინ დასრულდა კონკურსი, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს 1-ელი მარტიდან ორი სახის ვაუჩერის გაცემას ტაქსის ნებართვის მფლობელებზე, ერთია თეთრ ფერზე გადაღებვის ვაუჩერი და მეორე იქნება ტაქსების ინტერიერის წმენდის ვაუჩერი. ჩვენ შევქმენით საკმაოდ ეფექტური და კარგი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია ამის სანაცვლოდ თანხებს არ მოითხოვს ტაქსის ნებართვის მფლობელებისგან, ის მათ სატრანსპორტო საშუალებებზე განათავსებს რეკლამას ორი წლის ვადით და ამის სანაცვლოდ უზრუნველყოფს შეღებვას. ამ შეღებვის და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ იმ ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით მიიღეს მგზავრთა გადაყვანის მომსახირების ნებართვა.

ჩვენ საინფორმაციო კამპანიასაც დავიწყებთ ამ დღეებში, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ამ ვაუჩერებით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვაუჩერით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება.

თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს კონკურსი მივაბით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი მეტროს და ავტობუსების რეკლამების აუქციონს. შედგა ეფექტური ვაჭრობა, 11 მილიონიდან დაიწყო და 14 მილიონ ლარს ასცდა და გამარჯვებულია კომპანია “ალმა”, ეს არის საკმაოდ კვალიფიციური კომპანია და მზად არის 1-ელი მარტიდან გასცეს ვაუჩერები რეკლამების განთავსების სანაცვლოდ”,- განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 21 აგვისტოდან ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვების გასცემას იუსტიციის სახლი აწარმოებდა. პირველი ოქტომბრიდან კი არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემა გრძელდება და გასული წლის 4 დეკემბრიდან ტაქსების სანებართვო პროცედურები მხოლოდ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებში, დედაქალაქის მასშტაბით 11 ადგილზე, ასევე, ელექტრონულ ვებგვერდზეა შესაძლებელი. ტაქსების რეგისტრაციის პროცესში იუსტიციის სახლი ჩართული აღარაა.

ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ, რომელიც 35 ლარი დაუჯდებათ. 6 თებერვლის მონაცემებით ტაქსის 26 325 ნებართვაა გაცემული.

ტაქსის მძღოლებმა 2 წლით მანქანაზე იმ კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ, რომელიც გადაღებვის ვაუჩერს გადასცემთ. ამასთან, თბილისში თეთრი ფერის გარდა, გარკვეულ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. ამასთან 2019 წლის ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურებაც აიკრძალება.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინიციატივით, ნასამართლევ პირებს, შესაძლოა, ტაქსის მძღოლობა აეკრძალოთ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ადგილი შეარჩია. მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე.

დედაქალაქში 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები გასულ წელს დაიხაზა.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, ინსპექტირების ახალი პერიოდულობა ტაქსებსაც შეეხებათ.
წინა სტატია გორის მერიის ბალანსზე არსებული მანქანებიდან ტექნიკური შემოწმება ამ დროისთვის მხოლოდ 2 ავტომობილმა გაიარა.
თბილისის ზოგიერთ ყვითელ მიკროავტობუსში უკან მდებარე ერთ-ერთი სავარძელი ამოიღეს. ამის მიზეზად კი სპეციალისტები ტექნიკური ინსპექტირების
ბათუმში 10 დღეში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, 3 ახალი მუნიციპალური ავტობუსი დაზიანდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ “მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  დედაქალაქს ჯამში
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 200-მდე მიკროავტობუსი
ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ზესტაფონშია. ინფორმაციას გარემოს
წინა სტატია 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება 38 199 სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებამ
წინა სტატია თბილისის მერის მოადგილემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მერიის ავტოპარკის ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით დამატებითი
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს. ამასთან,
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების შესახებ 2018 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში.
წინა სტატია შპს “ალმას“ დირექტორმა გიორგი ტრაპაიძემ განაცხადა, რომ ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებზე ამ დროისთვის
წინა სტატია ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა
წინა სტატია დღეიდან ტაქსის მძღოლებს საკუთარი ავტომობილებისთვის ორი სახის ვაუჩერი გადაეცემათ. ერთი ვაუჩერი ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდის,
%d bloggers like this: