კალაძე: მეტროს კიდევ 2 განახლებული ვაგონი დაემატება

776

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში თბილისის მეტროს კიდევ 2 განახლებული ვაგონი დაემატება და თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მერიის მიზანია მეტროში ლოდინის დრო 2,5 წუთამდე შეამცირონ.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების ფარგლებში, ჩვენ ახალი მეტროს შემადგენლობა დავამატეთ იმისთვის, რომ კომფორტული გახდეს მეტროთი გადაადგილება. ჩვენი მიზანია, განვაახლოთ ის მეტროს ვაგონებო, რომლის რეაბილიტაციას შესაძლებელია.

კიდევ ორი შემადგენლობა დაემატება მეტროს მომდევნო თვეების განმავლობაში, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევამციროთ ლოდინის დრო მეტროსადგურებში.

გასულ წელთან შედარებით 25%-ით არის გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მოცულობა მეტროში, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან აუცილებელია, რომ სერვისი იყოს გაუმჯობესებული და ვაგონები იყოს კომფორტული. ჩვენი მიზანია, რომ 2.5 წუთამდე დავიყვანოთ ლოდინის დრო“,- განაცხადა კალაძემ.