სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

679

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობების პირველ პირებთან ერთად, რეგიონში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, შეხვედრაზე მშენებლებს 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია და სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნეს, რომელიც მათ მუნიციპალიტეტებთან და საზედამხედველო ორგანიზაციასთან ურთიერთობას გაუადვილებს.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ გასულ წელს მნიშვნელოვან პროექტებს ჩაეყარა საფუძველი და სამომავლო პროექტების ხარისხიანად შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრები ტრადიციულ ფორმას მიიღებს.