გურჯაანის ბაღების გაერთიანება 1 000 ლარით დააჯარიმეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანება 1 000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში საბავშვო ბაღის ახლადრეაბილიტირებულ სამზარეულოში არსებული დარღვევები გახდა, რის გამოც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სააღმზრდელო დაწესებულების დროებით დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.  ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ცნობილია, რომ ბაღის რეაბილიტაცია 2018 წლის ნოემბერში დასრულდა და სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩაიბარა.

მერიაში დარღვევების შესახებ აცხადებენ, რომ იმ დროს, როცა მათ შენობა ჩაიბარეს დადენილ ნორმებს პასუხობდა და რაიმე სახის ხარვეზი იმ დროს არ დაფიქსირებულა.

“კომპანიამ, რომელმაც ბაღში რეაბილიტაცია ჩაატარა აქვს ვალდებულება რეაბილიტაციიდან ორი წლის განმავლობაში გამოვლენილი პრობლემები თავად მოაგვაროს. მაშინ როცა ეს ბაღი ჩავიბარეთ პრობლემები არ ფიქსირდებოდა. აღმოჩნდა, რომ სამზარეულოს ფანჯარა არ აქვს, რის გამოც ორთქლმა კედლები და საღებავი დააზიანა, შედეგად კი ნალესი ფენა ჩამოცვივდა”, – განმარტა გურჯაანის მერის პირველმა მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმა.

ბაღის რეაბილიტაციისთვის ჯამში 25 000 ლარი დაიხარჯა. გურჯაანის მერიაში ვარაუდობენ, რომ სააღმზრდელო პროცესი 11 თებერვალს განახლდება.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხდა, რომ მერია ველობილიკებსა და ე.წ. ბასლეინებზე
წინა სტატია სამოქალაქო აქტივისტს, ნინო გოგოლაშვილს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ცხოვრობს, ტელეკომპანია “იმედის” მიერ
უკანონო მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერიიდან, დაახლოებით, 200 მეტრში, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ გარემოების მიუხედავად ზედამხედველობის
თეთრ ხიდზე სტიკერების გაკვრის საქმეზე ქუთაისის მერიამ სასამართლო დავა მეორედ წააგო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად არასამთავრობო
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო "პალიტრას“ გადაცემაში "საქმე“ განაცხადა, რომ ტაქსების პარკირების
ბორჯომის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხუთი ხიდის ნაცვლად რეაბილიტაცია მხოლოდ ორს ჩაუტარა. შპს
სტატიის გაგრძელება სამოქალაქო აქტივისტს, ნინო გოგოლაშვილს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ცხოვრობს, ტელეკომპანია "იმედის" მიერ
უცხოელს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული
ქუთაისის მერია ქალაქის მასშტაბით ტროტუარებზე უკანონო პარკირებას გააკონტროლებს. როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, პირველ ეტაპზე ყველა
თბილისში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება და ღია სივრცეებში მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება დასჯადი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირების შედეგად ახმეტის მე-4, სოფელ ყვარელწყალის, სოფელ დუმასტურისა და სოფელ ხორხელის საბავშვო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები არამარტო მუნიციპალიტეტებშია.
დაბა ქედაში სპორტული მოედნის მშენებლობა შეჩერდა. მიზეზი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობაა. ინფორმაციას აჭარის
წინა სტატია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას თქმით, საცხოვრებელ სახლებში გაზის გაჟონვის დაფიქსირების მიზნით, დეტექტორების
მიმდინარე წლის დასაწყისიდან თბილისში, ბუნებრივი გაზი გაჟონვის შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევების გამო საქართველოს მთავრობა შესაბამის
%d bloggers like this: