სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მესტიის რამდენიმე სოფელში კრება ჩატარდა

913

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან კონსულტაციებს მართავენ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელზე გამოყოფილი თანხით განსახორციელებელი პროექტი მოსახლეობამ უნდა შეარჩიოს.

4 თებერვალს ბეჩოს ტერიტორიული ერთეულის ოთხ სოფელში მაზერში, უშხვანარში, დოლასვიფში და ქართვანში სოფლის საერთო კრება ჩატარდა და ადგილობრივმა მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტიც შეარჩია.

მერიის ინფორმაციით, სოფელ ტვებიში მოსახლეობამ წყლის 3 რეზერვუარს შეძენა და მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიას კეთილმოაწყობა გადაწყვიტა; სოფელ მაზერში კი ადგილობრივებისთვის წყლის სისტემის მოწყობა-დაქსელვა აღმოჩნდა პრიორიტეტული; ბაგვდანარში სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამოყოფილი თანხა სოფლის შიდა გზისა და გულის მთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციას მოხმარდება; სოფელ ჭოხულდში წყლის სისტემა მოეწყობა; სოფელ ნაშთქოლში შიდა გზები მოწესრიგდება; სოფელ ქართვანში მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები და ეზოს შემოღობვა დასრულდება; სოფელ ლანხვრში მაცხოვრის სახელობის ტაძარს კეთილმოაწყობენ და ეზოს შემოღობავენ; სოფელ უშხვანარში სტადიონი მოეწყობა და სკოლის ეზოს შემოღობავენ; სოფელ ცხეკვანში სპორტული მოედანი მოეწყობა და მჟავე წყლის ტერიტორია კეთილმოეწყობა; სოფელ გალაში შიდა გზები კეთილმოეწყობა; სოფელ ჭკიდნარში სასაფლაოს შემოღობავენ; სოფელ დოლში წყლის სისტემა მოეწყობა, ხოლო, სოფელ დოლასვიფის მოსახლეობამ ამ ეტაპზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწია.

2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ტერიტორიული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხა 65 000 ლარს შეადგენს. ხოლო, პროგრამიდან  მესტიის მუნიციპალიტეტისთვის სულ 782 000 ათასი ლარია გათვალისწინებული.