ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

743

ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი რუსლან კილასონია თანამდებობიდან გადადგა. მერიაში აცხადებენ, რომ კილასონიამ თნამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“თქვა, რომ ოჯახური პირობების გამო ტოვებს თანამდებობას, თუმცა ასვეე ითხოვა რომ მისი გამოცდილება იქნას გათვალსიწინებული შედარებით დაბალ პოზიციაზე“, – ამბობენ მერიაში.

“ასაკი თავისასა შვრება, სამსახურის უფროსის თანამდებობა რთული სამუშაოა და ამიტომ გადავწყვიტე წამოსვლა. ისე მეხვეწებოდნენ დარჩიო და არ გამომიშვეს, განიხილება ჩემი სხვა, უფრო დაბალ პოზიციაზე გადაყვანა და ხვალ ჩემი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ბრძანება დაიწერება“, – განმარტავს რუსლან კილასონიამ.