საჩხერე-ონის ახალი გზის ქვემო ხევი-ბოყვის მონაკვეთების მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება

წინა სტატია

საჩხერე-ონის ახალი გზის ქვემო ხევი-ბოყვის მონაკვეთების მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია droa.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიაწოდა.

უწყების ინფორმაციით, უკვე ცნობილია კომპანიები, რომლებიც ქვემო ხევი-უზუნთას და ხარისთვალა-შქმერის-უშოლთა-ბოყვის მონაკვეთების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებენ.

ქვემო ხევი-უზუნთას მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის ტენდერი შპს “მამისონმა” მოიგო. კომპანია აღნიშნულ 5-კილომეტრიან მონაკვეთზე გზისა და 3 ხიდის რეკონსტრუქციის სამუშაოებს განახორციელებს. სამინისტროს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს სამობილიზაციო სამუშაოები.

რაც შეეხება კიდევ ერთ მონაკვეთს, აქ ტენდერში  შპს “NEW ROAD”-მა გაიმარჯვა. პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 7.5 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. აღნიშნულ მონაკვეთზე გზა ხარისთვალას, შქმერისა, უშოლთას დაუსახლებელ ტერიტორიასა და სოფელ ბოყვაში, არსებული გრუნტიანი გზის მაქსიმალური გამოყენებით, გაივლის.

როგორც ცნობილია, საჩხერე-ონის გზის პირველი 5.7-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია 2018 წლის ივლისში დაიწყო. ამ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოების დასრულება გასული წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი. როგორც droa.ge-ს სამინისტროში უთხრეს, ამ ვადებში დაუსახლებელ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულდა, თუმცა იქ, სადაც, პროექტით, რამდენიმე ოჯახის განსახლება იყო დაგეგმილი, სამუშაოები, ჯერჯერობით, არ დაწყებულა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში ვერ დასრულდა.

აღნიშნული გზა სარეკი-ქვემო ხევის მონაკვეთს მოიცავს, სადაც ფართოვდება გზა და ეწყობა მილები და გაბიონები. გზის ამ მონაკვეთსაც შპს “მამისონი” აშენებს, ხოლო ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IGH ახორციელებს.

ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა გაივლის დასახლებულ პუნქტებს – სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ამბლორაული-ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო  ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული. უზუნთადან შქმერამდე გზა საუღელტეხილო (ზღვის დონიდან 1850 მეტრი) მონაკვეთს გაივლის.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს თითქმის 2 საათით შეამცირებს.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია საჩხერე-ონის ახალი გზის ქვემო ხევი-ბოყვის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხარისთვალა-ბოყვის მონაკვეთზე უკვე
წინა სტატია კომპანიამ “IGH Georgia” ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პროექტირება დაასრულა. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე ჩაიბარა. საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი
წინა სტატია საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება, -
საჩხერე-ონის დამაკავშირებელ ახალ გზაზე პირველი 5.7-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
წინა სტატია საჩხერე-ონის დამაკავშირებელ ახალ გზაზე პირველი 5.7-კილომეტრიანი გზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. საავტომობილო გზების
წინა სტატია ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ზემო იმერეთისა და ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი
წინა სტატია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ფონდ "ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან, სამეგრელოს
სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რომელიც აუცილებელია როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ეკონომიკის განვითარებისთვის, -
საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-23 წლების სტრატეგიის პროექტის რეგიონული განხილვები დაიწყო. პირველი შეხვედრა აჭარაში, შუახევის
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარის
წინა სტატია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით, 54 მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა 4801 პროექტი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  პროექტი,
წინა სტატია ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარჯვებული კომპანია
%d bloggers like this: