ირაკლი კობახიძე – ”ქართული ოცნება” ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტნიორებთან საარჩევნო ბლოკს არ შექმნის

669

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ”ქართული ოცნება” ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტნიორ პარტიებთან საარჩევნო ბლოკს არ შექმნის.
”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ”ქართულმა ოცნებამ” იმ პარტიებთან ერთად, რომლის წევრებიც უმრავლესობის შემადგენლობაში არიან, არჩევნებისთვის ბლოკის ფორმირება განახორციელოს, კობახიძემ განაცხადა, რომ ასეთი რამ არ იგეგმება.
”ჩვენ ზოგადად, იმდენად უარყოფითად ვართ განწყობილი საარჩევნო ბლოკის ფენომენის მიმართ, რომ არ მგონია არჩევნებისთვის ასეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
”ქართულ ოცნებასთან” სახელისუფლებო უმრავლესობაში არიან ”კონსერვატიული პარტიის” და ”სოციალ-დემოკრატების” წარმომადგენლები, ასევე უმრავლესობაში იმყოფებიან ”მწვანეთა პარტიის” და ”მრეწვლების” წევრები.

წყარო: ინტერპრესნიუსი