ფინანსთა მინისტრის მოადგილე აბაშის სოფელ ქოლობანში სოფლის კრებას დაესწრო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში სოფლის კრებას დაესწრნენ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნიკოლოზ გაგუას თქმით, კრებებზე წამოჭრილი საჭიროებებიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და მისმა მოცულობამ 40 მილიონი ლარი შეადგინა.

სოფლის მცხოვრებლებმა ფინანსთა მინისტრის მოადგილესა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის პრობლემებსა და საჭიროებებზე. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სოფელ ქოლობანში მიმდინარე წელს სკვერი მოეწყობა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრებები მიმდინარეობს. მერიის ცნობით, კრებები და საჯარო კონსულტაციები უკვე ჩატარდა ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკისა და აბაშის 139 სოფელსა და უბანში.

მერიის ინფორმაციით,”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტისთვის, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განსახორციელებლად 500 000 ლარია გამოყოფილი.

მსგავსი სიახლეები
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის სოფელ ხირსაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვერას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის მენაშენეებისგან 700-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების: ილიაწმინდის, ქვემო და ზემო
საქართველოს მთავრობამ სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ის 2019 წლის ბიუჯეტიდან, რეგიონებში
წინა სტატია თელავში წლის ბოლომდე, შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. როგორც თელავის
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ჩავიდა და სოფლის
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი შიდა ქართლში, შავშვების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (შავშვები, ქვემო შავშვები,
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენისას განაცხადა, რომ  2019 წელს
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 2019 წელს ახალ
წინა სტატია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციური და ფინანსური
წინა სტატია ტელეკომპანია "პირველი" საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტებში დატოვებას მთავრობა მომდევნო წლებში გეგმავს, - ასე
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში,
წინა სტატია გაზეთი "ვერსია" ავტორი მაია მიშელაძე კოალიცია "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალ
წინა სტატია მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტისა და "ქვეყნის ძირითადი
წინა სტატია საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გეგმას ჩამორჩება. "მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებები
%d bloggers like this: