ცქიტიშვილი შატილის მოსახლეობას: თქვენ უკეთ იცით, რა სჭირდება სოფელს

მცხეთამთიანეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სოფლის – შატილის, მუცოს და არჭილოს გაერთიანებული კრება ჩატარდა. ამით დასრულდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარების პროცესი მცხეთა-მთიანეთის მხარეში.

სოფლის კრებას საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დაესწრნენ.

ვიცეპრემიერმა მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.

“საქართველოში არსებობს სახალხო კრებების მიერ ერთიანი გადაწტვეტილებების მიღების ისტორიული გამოცდილება. სოფლის კრებები ამ ტრადიციის აღსადგენადაც გვინდა გამოვიყენოთ. თქვენ უნდა გვითხრათ რა გსურთ და რას უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ თქვენთვის. თქვენ უკეთ იცით, რა უნდა სოფელს, რა საჭიროება აქვს და რისი მოგვარებაა პრიორიტეტული“, – თქვა ვიცეპრემიერმა კრებაზე მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კრებაზე მოსახლეობამ სამივე სოფლის საჭიროებებზე და იმ პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რომელთა მოგვარება ხელს შეუწყობს მთაში ხალხის დაბრუნებას.

სამივე სოფელმა აირჩია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება. მათ შორის, გადაწყვიტეს სამივე სოფლისათვის გამოყოფილი თანხების გაერთიანებით ამ სოფლების სარგებლობაში არსებული შიდა გზებისა და მცირე ხიდების რეაბილიტაცია. დაფინანსდება წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებიც. კრებაზე იმსჯელეს სხვა პრობლემების გადაჭრის გზებზეც და გადაწყვიტეს, რომ სხვა ფინანსური წყაროებიდან დაფინანსდება შატილის სკოლა-პანსიონის რეაბილიტაციისა და  მცირე ჰესის აღდგენის სამუშაოები.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, მთავრობის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა. პროგრამის ფარგლებში, უკვე 1500-მდე სოფლის კრება ჩატარდა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში უკვე დაიწყო სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების საკრებულოსთვის გადაგზავნის ეტაპი. 1 მარტამდე ქვეყნის ყველა სოფლის კრება ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე, გუდამაყარის ხეობები,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის
პირიქითა ხევსურეთთან, შატილთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზის 92–ე კილომეტრზე, „გუროს კლდეებთან“ მცირე რაოდენობით ზვავია
წინა სტატია გუდაურში სათხილამურო სეზონისთვის მზადება დასრულდა. განახლდა და მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა. ზამთრის სეზონს გუდაური
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს შვიდ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები წარადგინა. პრემიერის გადაწყვეტილებით,
წინა სტატია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით, 54 მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა 4801 პროექტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 61 პროექტი განხორციელდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. სასმელი წყლის
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 25 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. გარეგანათების, სკვერების, საბავშვო ბაღში ატრაქციონებისა
დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 506 პროექტი განხორციელდება, რომლებზეც ჯამში
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს 912 000 ლარის ღირებულების 32 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. მათივე
წინა სტატია "სოფლის ხმარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის 968 ათასი ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 1 600 000 - მდე ლარის ღირებულების
%d bloggers like this: