თბილისში ბედნიერების ძეგლი დადგეს

1207

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბედნიერების ძეგლი დადგეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ძეგლი არქიტექტორმა ლევან ვარდოსანიძემ შექმნა, იდეის ავტორი კი პროფესორი არსენ გვენეტაძეა.

ძეგლზე დატანილია ოლიმპიურ ფერებში შეღებილი ხუთი რკალი, რაც ხუთ კონტინეტს ნიშნავს. ძეგლის თავზე გამოსახულია ნოტები და სამეცნიერო სიმბოლიკა – მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზის საილუსტრაციოდ. სკულპტურა გვირგვინდება მზის ფიგურით.

“ეს იდეა წლინახევრის წინ დამებადა. ლევან ვარდოსანიძემ ესკიზი შექმნა. უნივერსიტეტმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც სიამოვნება და ბედნიერება მხოლოდ თავისთვის არ უნდა, უზრუნველყო მისი დადგმა“, – ამბობს არსენ გვენეტაძე.