სამგორის რაიონში სამ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

694

სამგორის რაიონში სამ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, ვარკეთილში, 3ა მიკრორაიონის N320 კორპუსის მიმდებარე ეზო და ბორდიური მოწესრიგდა და ასფალტის საფარი 2 700 კვ.მ ფართობზე დაიგო.

ხოლო, მეორე მისამართზე, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში N314, N315 და N316 კორპუსების მიმდებარედ 2 650 კვ.მ ფართობი წესრიგდება; კერძოდ, როგორც გამგეობაში განმარტავენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა.

ხოლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც მესამე მასივში, აეროდრომის მე-11 ქუჩაზე, N3 კორპსუსის მიმდებარედ ხორციელდება, ეზოში ასფალტის საფარი დაგებას, ბორდიურისა და ტროტუარი მოეწყობას ითვალისწინებს.