ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტებზე 2 099 000 ლარი დაიხარჯება

1157

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელ კორპუსებსა და თბილისურ ეზოებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წლის ბიუჯეტში 2 099 000 ლარია გათვალისწინებული.

როგორც გემგეობაში აცხადებენ, გასული წლიდან დღემდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახურავების რეაბილიტაცია 29 მისამართზე განახორციელეს, საერთო ჯამში კი 2018 წელს ამხანაგობების 110 პროექტი დააფინანსეს.

“მოსახლეობისთვის კორპუსებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია. საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ამხანაგობის განცხადება დავაფინანსოთ. საცხოვრებელ კორპუსებსა და თბილისურ ეზოებში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.