ქარელში 9 ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

676

ქალაქ ქარელში 9 ქუჩაზე ახალ ასფალტის საფარს დააგებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

როგორც ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ახალი ასფალტის საფარი თამარ მეფის, ფიროსმანის, ფანასკერტელის, ყაზბეგის, კეცხოველის, მარჯანიშვილის, ცაბაძის, რუსთაველისა და ნონეშვილის ქუჩებზე დაიგება.

“საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ჯამში 890 000 ლარი დაიხარჯება. გამარჯვებული კომპანია თებერვლის ბოლოს გამოვლინდება. სამუშაოები 3 თვეში უნდა დასრულდეს”, – განმარტავენ მერიაში.