თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დროებით ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

1716

წინა სტატია

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სატრანსპორტო კომპანიას დროებით გიორგი შარკოვი უხელმძღვანელებს.

“მამუკა კობახიძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა. ის მუშაობის გაგრძელებას “ყაზტრანსგაზ-თბილისში“ აპირებს. აქამდე, მამუკა კობახიძე  “ყაზტრანსგაზის“ დირექტორად იყო დანიშნული, თუმცა ის დირექტორის უფლებამოსილებას არ ფლობდა, ვინაიდან “ყაზტრანსგაზი“ სპეციალური მართვის რეჟიმშია და სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი ხელმძღვანელობს. თუმცა, როგორც ჩანს, სპეციალურ მმართველობასთან დაკავშირები, “ყაზტრანსგაზში“ განხორციელდება გარკვეული ცვლილებები და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მამუკა კობახიძე დაიწყებს კომპანიის მართვას.

რაც შეეხება სატრანსპორტო კომპანიას, აქ ჩვენ დავნიშნეთ დროებითი დირექტორი გიორგი შარკოვი, რომელიც კომპანიას სამი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს“, – აღნიშნა ხმალაძემ.

ვიცემერის განმარტაებით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მერია დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.