ისნის რაიონში ორ მისამართზე გზას აწესრიგებენ

560

ისნის რაიონში ორ მისამართზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო, მათ შორის, წერნაკის ქუჩაზე, პროექტის პირველ ეტაპზე, ასფალტის საფარს 500 კვ.მ. ფართობზე დააგებენ. სამუშაოების კი 16 000 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება წერნაკის ქუჩის სხვა მონაკვეთებს, როგორც გამგეობაში განმარტავენ, სხვა მონაკვეთებში გზის სავალ ნაწილს მიმდინარე წელს ეტაპობრივად მოაწესრიგებენ.

ასევე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, სამგორის ქუჩა N16-ში, სადაც გასულ წელს მოსახლეობას საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.

“აღნიშნულ მისამართზე დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ასფალტის საფარი დაიგება. საგზაო სამუშაოების ღირებულება 32 535 ლარია”, – აცხადებენ ისნის გამგეობაში.