ბახტაძე: ჩვენი ამოცანაა, 2022 წელს დავასრულოთ ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი

530

“ჩვენი ამოცანაა, რომ 2022 წლის ჩათვლით ჩვენ შევძლოთ და დავასრულოთ ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018-2019 წლების ანგარიშის წარდგენაზე, სადაც პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვიდა.

პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურული განვითარება როგორც 2019 წელს, ისე მომდევნო წლებში იქნება აბსოლუტური პრიორიტეტი.

“ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და მხარდაჭერა მივიღეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკომისიამ დაამტკიცა ახალი ტრანსევროპული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროგრამები და მასში საქართველოს ძალიან დიდი ადგილი აქვს. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას ეს წარმატება და ვთქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ მომავალ წლებში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევძლებთ განვავითაროთ საქართველოში ინფრასტრუქტირა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული ევროპულ სისტემებთან. ინფრასტრუქტურული განვითარება როგორც 2019 წელს, ისე მომდევნო წლებში იქნება აბსოლუტური პრიორიტეტი. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ 2022 წლის ჩათვლით ჩვენ შევძლოთ და დავასრულოთ საქართველოში ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ პროექტები თავისი საინჟინრო გადაწყვეტილებებით ხდება უფრო და უფრო რთული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი არის ძალიან მაღალი.