GWP-მა წყლის ხარისხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა

686

რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, თბილისში წყლის შესაძლო დაბინძურებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით კომპანია “GWP-მა” სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“30 იანვარს, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, შესაძლოა, თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლობენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორის სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს”, –  ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.