გორის კულტურის სააგენტოს ახალი უფროსი და მოადგილე ჰყავს

792

წინა სტატია

გორის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს დღეიდან გორის ყოფილი ვიცემერი გელა კაპანაძე უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე კი გია ქვათაძე იქნება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“სააგენტოს არ ჰყავდა ხელმძღვანელი და ამიტომ მე ვასრულებდი მის მოვალეობას. დღეიდან კი, მისი მოადგილე ვიქნები”, – განაცხადა გია ქვათაძემ.

შეგახსენებთ, რომ გელა კაპანაძე გორის მერის მოადგილე 2017- 2019 წლებში იყო. მერიიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მან მიმდინარე წლის იანვარში დაწერა. გორის ვიცემერის პოსტზე კი ერასტი ელიჯარაშვილი დანიშნა.