ქუთაისის მერის და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ

935

გამოცემა “ქუთაისის პოსტის” ინფორმაციით, ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის შავლეგო ტაბატაძის მოადგილეებმა, შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ.

გამოცემის ცნობით, საუბარია, მერის ორ მოადგილზე იუზა უგულავასა და გიორგი იობაშვილზე და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ერთ–ერთ მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილზე.

“ქუთაისი პოსტის” ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები შიდა დაპირისპირებას უკავშირდება. თუმცა, თანამდებობებიდან მათი წასვლა ოფიციალურად არ დასტურდება. სატელეფონო ზარებს კი არც ერთი მათგანი არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გასული წლის დეკებერში დაიწყო და თებერვალში უნდა დასრულდეს.