ქუთაისში გარემოს დაცვის ზედამხედველობის რეგიონული ცენტრი აშენდება

1115

ქუთაისში ლითოფონის ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის ზედამხედველობის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ცენტრი განთავსდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

4362 კვ. მეტრს მიწის ნაკვეთი ქუთაისის მერიამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. გადაწყვეტილება საკრებულოს 30 იანვრის სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქალაქს ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიეღო და ტერიტორია მას შემდეგ უნდა გადაეცა, რაც ქალაქის სხვა ინტერესები იქნებოდა დაკმაყოფილებული.

კერძოდ, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის ” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ დღეს ბალახვანის ასსაფეხურიანი კიბეები გაიხსენა, რომლის რეაბილიტაციის პროექტი ამ დრომდე ვერ ხორციელდება, რადგან კიბეეების მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც ქუთაისის მერია ეკონომიკის სამინისტროსგან ითხოვდა, სახელმწიფოს ადგილობრივი თვიათმმართველობისთვის ამ დრომდე არ გადმოუცია.

“ერთ წელზე მეტია ბალახვანის კიბეეების პროექტი ვერ ხორციელდება, რადგან სახელმწიფო არ გვაძლევს ტერიტორიას. ამიტომ მე ვთვლი, რომ მერიამ უნდა გამოიყენოს ასეთი შესაძლებლობები და იმ პირობით უნდა გადაეცა მიწის ნაკვეთი ლითოფონის ქარხნის ტერიტორიაზე, რომ სახელმწიფოს გადმოეცა ბალახვანის კიბეებთან არსებული ტერიტორია”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.