ბორჯომის სოფელ დვირში 50 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებენ

618

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება წლებია აღარ ფუნქციონირებდა 50 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებენ.

“ბაღი 3 სოფლის დვირის, ქვაბისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას მოემსახურება. უკვე წლებია მოსახლეობას ბავშვების ტარება ქალაქის ბაღებში უწევდათ. წელს, კი ისინი ახლადაშენებული და ყველაზე თანამედროვე ბაღით ისარგებლებენ“ – აღნიშნა ბორჯომის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მშენებლობა მიმდინარეობს და მშენებლობის დასრულების შემდებ  ბაღში ადგილობრივები დასაქმდებიან. 

სამუშაოებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 709 497 ლარი დაიხარჯება.