რა პროექტები განხორციელდება სამცხე–ჯავახეთის 50–ზე მეტ სოფელში

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად საერთო კრებები იმართება. ამ დრომდე, 50–ზე მეტ სოფელში შერჩეული პრიორიტეტების უმრავლესობა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობაა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, საერთო კრებების აპინძის გარდა ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. კრებაზე ადგილობრივები სამ პრიორიტეტს ასახელებენ, მათ შორის ერთს კი ღია კენჭისყრის წესით ირჩევენ.

29 იანვარს საერთო კრებები ახალციხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში: გიორგიწმინდაში, ფერსაში, მუგარეთში, კლდესა და წნისში გუშინ მოეწყო. რვა სოფელში კი კრებები უკვე ჩატარდა და პრიორიტეტებიც გამოავლინეს.

მაგალითად, აწყურში რეგისტრირებული 1 487 ამომრჩევლიდან, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა 215–მა მიიღო. კონსულტაციის დროს სამი პრიორიტეტი გამოიკვეთა, პირველი – სასაფლაოს შემოღობვასა და საზოგადოებრივი საპირფარეშოს აშენებას გულისხმობდა, მეორე – სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციასა და სასაფლაოს შემოღობვას, მესამე კი პარკში სტადიონის ხელოვნური საფარის მოწყობას. კრების დამსწრე 165 კაცის გადაწყვეტილებით, აწყურში სასაფლაო შემოიღობება და იქამდე მისასვლელი გზა მოეწყობა.

ადგილობრივების გადაწყვეტილებით თისელში, გურკელსა და წინუბანში გარეგანათება მოეწყობა. ზიკილიაში სანიაღვრე არხი, აგარაში სასმელი წყლის რეზერვუარი და შიდა ქსელი გაკეთდება. ტყემლანაში საზოგადოებრივი საპირფარეშო, სასაფლაოს ღობე და სასაფლაოზე სამეურნეო დანიშნულების შენობა აშენდება. საყუნეთში კი გარეგანათება დამონტაჟდება.

17 იანვრიდან დაიწყო პრიორიტეტების შერჩევა ადიგენის მუნიციპალიტეტმა. აქ 13 სოფელში განსახორციელებელი პროექტები უკვე შეირჩა. არალში – საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები განხორციელდება, წარბასთუმანში – სასმელი წყლის რეაბილიტაცია და რიტუალების სახლში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა იგეგმება, უდეში – სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე გრუნტის გზა მოსწორდება, ზაზალოში – სოფლამდე მისასვლელი გზა დაიგება, ბენარაში – სასმელი წყლის მიმღებ სათავეს გააკეთებენ, უნწაში – გზებს მოხრეშავენ, შოლავერსა და ენთელში – სასმელი წყლის რეაბილიტაციას გეგმავენ, ბოლაჯურში – სარწყავი წლის პრობლემას მოაგვარებენ, საირმეში – ცენტრალურ გზას მოაასფალტებენ, ჭელაში – გარეგანათებას დაამონტაჟებენ, კეხოვანში – სარწყავ არხს გააკეთებენ, ჭეჭლაში კი გზის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 428 000 ლარია. ამ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე, 428 000 ლარი დაემატება. 22 სოფელში, სადაც უკვე პრიორიტეტები შეარჩიეს, ეს თანხა შემდეგი პროექტებისთვის დაიხარჯება: წაღვერში – სკოლის ეზოში სპორტული მოედნი, დაბაში, ტიმოთესუბანში, მზეთამზეში, ვარდგინეთში, ბეშეთში, ზანავსა და კორტანეთში – სკვერები მოეწყობა. დვირში –კლუბს გადახურავენ, ქვაბისხევში – სარწყავ სისტემას გააკეთებენ, ჭობისხევში ტრენაჟორებსა და ატრაქციონებს დადგამენ, საკირეში – გარეგანათებას დაამონტაჟებენ, ტაძრისში – სტადიონს შემოღობავენ, დგვარში – სანიაღვრე არხს მოაწყობენ, ტბაში, ცემში, ლიბანსა და სადგერში – წყლის სისტემას მოაწესრიგებენ, ახალდაბაში – საპირფარეშოს, ბიუეტსა და მოსაცდელს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ, ყვიბისში – ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას მოაწყობენ, რველში – სასმელი წყლის სათავე ნაგებობას და საფეხმავლო ბილიკს გააკეთებენ.

აქტიურად მიმდინარეობს პრიორიტეტების შერჩევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც. შვიდ სოფელში კრება უკვე ჩატარდა. ადგილობრივების გადაწყვეტილებით განძაში, საღამოსა და ფოკაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება. ტამბოვკაში, ასფარასა და ვლადიმიროვკაში – გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება. სათხაში – საბავშვო ბაღი ინვენტარით აღიჭურვება და სპორტული იფრასტრუქტურა მოეწყობა, ოროჯალაში სკოლის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება, როდიონოვკაში კი სპორტულ ინვენტარს შეიძენენ.

ახალქალაქის მერის იური უნანიანის თქმით, მუნიციპალიტეტის რვა სოფელში პრიორიტეტები ადგილობრივებმა უკვე შეარჩიეს. თუმცა, რომელ სოფელში რა პრიორიტეტი შეირჩა, ამ ინფორმაციის მისაღებად, უნანიანმა გამოცემას წერილობით მიმართვა თხოვა.

რაც შეეხება ასპინძას, აქ კრებების გამართვა ორ თებერვალს დაიწყება და ცხრა თებერვალს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში სკვერების, საბავშვო ბაღებისა და სპორტული მოედნების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ორმა, ადიგენმა და ბორჯომმა დაიწყო,
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან დაფინანსებულ  210  პროექტზე ამ დროისთვის სხვადასხვა სახის სამუშაო მიმდინარეობს. საერთო ჯამში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება, მას შემდეგ, რაც საკრებულოებმა ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ახალციხის სოფლებისთვის გათვალისწინებულ 612 000 ლარს მუნიციპალური ბიუჯეტიდან 100 000 დაუმატეს.
2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 55 პროექტი განხორცილედება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის
2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში 97 პროექტი განხორცილედება. გარეგანათების,
დედოფლისწყაროს მერის მიერ ინიცირებული პროექტი "ერთი დღე სოფელში“ განახლდა. პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი სოფელ გამარჯვებაში იმყოფებოდა.
წინა სტატია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით, 54 მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა 4801 პროექტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 61 პროექტი განხორციელდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. სასმელი წყლის
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 25 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. გარეგანათების, სკვერების, საბავშვო ბაღში ატრაქციონებისა
დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 506 პროექტი განხორციელდება, რომლებზეც ჯამში
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს 912 000 ლარის ღირებულების 32 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. მათივე
წინა სტატია "სოფლის ხმარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის 968 ათასი ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
%d bloggers like this: