ცქიტიშვილი: საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა არის სფერო, სადაც ბიზნესის უფრო აქტიური ჩართულობაა საჭირო

745

“საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა არის სფერო, სადაც ბიზნესის უფრო აქტიური ჩართულობა არის საჭირო”, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და ტურისტულ ცენტრებში ეს არის წმინდა ბიზნესსაქმიანობა.

“რაც შეეხება საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას, როდესაც ჩვენ პარკინგებზე, ვიზიტორთა ცენტრებზე ვსაუბრობთ, რომლებსაც ჩვენ მრავლად ვაწყობთ, იქ ყოველთვის არის ასეთი საპირფარეშოები. თუ პარკინგი არის გათვლილი თუნდაც რამდენიმე მანქანაზე, იქ არის საპირფარეშო და მცირე მაღაზია. რაც შეეხება საპირფარეშოების ქსელს მთელს ქვეყანაში, სამინისტრო ასეთ პროექტს არ ახორციელებს. ალბათ, ეს არის სფერო, სადაც ბიზნესის უფრო აქტიური ჩართულობა არის საჭირო. მსოფლიოს ტურისტული ცენტრების მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ ეს არის წმინდა ბიზნესსაქმიანობა”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.