თბილისში დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად მერიამ ვებგვერდი შექმნა

1067

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად მერიამ ვებგვერდი build.tbilisi.gov.ge აამოქმედა.

“დღეს მინდა შემოგთავაზოთ ახალი ვებგვერდი build.tbilisi.gov.ge, რომლის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ნახოს ყველა ის პროექტი და სამუშაო, რომელსაც დედაქალაქის მერია და გამგეობები ახორციელებენ. მოქალაქეებს შეუძლიათ აღნიშნულ ვებგვერდზე მიუთითონ თავიანთი რაიონი, უბანი, ქუჩა და დეტალურად მიიღონ ინფორმაცია, თუ რა სამუშაოები სრულდება იქ. აქ განთავსებული იქნება ფოტომასალა სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, ასევე, ინფორმაცია კონტრაქტორთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ვებგვერდი გაზრდის მოსახლეობის ჩართულობას და შექმნის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებმა მონიტორინგი გაუწიონ თავიანთი საცხოვრებელი არეალის განვითარებას.