NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა 53% დასავლურ დემოკრატიას, 10% – საბჭოთა სისტემას, 10% კი ძლიერ ავტორიტარიზმს ემხრობა

837

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)” გამოკითხულთა 53% დასავლურ დემოკრატიას, 10% – საბჭოთა სისტემას, 10% კი ძლიერ ავტორიტარიზმს ემხრობა.

კითხვაზე, რომელი პოლიტიკური სისტემაა საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი, გამოკითხულთა 53%-მა უპასუხა, რომ დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკა. გამოკითხულთა 11% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის შესაფერისია სისტემა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საბჭოთა სისტემასთან, მაგრამ უფრო დემოკრატიული და ბაზარზე ორიენტირებულია.

გამოკითხულთა 10% ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას უჭერს მხარს; ასევე, 10% უჭერს მხარს ძლიერ ავტორიტარულ სისტემას, რომელიც წესრიგს თავისუფლებაზე მაღლა აყენებს.

გამოკითხულთა 2% კი მონარქიის ან ავტოკრატიის მომხრეა, სადაც მმართველობა თაობიდან თაობას გადაეცემა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2,1%-ს შეადგენს.