ცქიტიშვილი: აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა წელს მზად იქნება

950

წინა სტატია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თბილისის ტექნოპარკში კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2019“ განაცხადა, რომ აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა მუშავდება და წელს მზად იქნება.

“რას ვაკეთებთ ჩვენ ინფრასტრუქტურის სახით, რომ ბიზნესის შემოსვლასაც შევუწყოთ აბასთუმანში ხელი? პირველ რიგში, მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხდება 40-ზე მეტი ისტორიული სახლის აღდგენა, ფასადების რეაბილიტაციას ვაკეთებთ, თუმცა ისევ და ისევ ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ სახლებში ცხოვრობენ, აქვთ შესაძლებლობა, მცირე ბიზნესი განავითარონ და უფრო მსხვილ ბიზნესს შეუძლია, გამოისყიდონ სახლები, შესთავაზონ პირობები და რა თქმა უნდა, ააშენონ ახალი სასტუმროები უკვე გენგეგმის შესაბამისად. მუნიციპალური განვითარების ფონდის სახით გვაქვს სახლების რეაბილიტაციის პროექტი, სრული აღდგენა ხორციელდება ჩვენი ისტორიული ობსერვატორიის, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა, მათ შორის კაფე, ხდება ტელესკოპის აღდგენაც და საბაგიროს აღდგენაც, რომელიც აბასთუმნიდან ადის ობსერვატორიამდე. ამას გარდა, მთლიანად კურორტზე წესრიგდება საინჟინრო კომუნიკაციები”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.