„რეგიონის განვითარების ცენტრი“ პროექტის – „თვითმმართველობის ინსტიტუციური ცვლილების შეფასება“ განხორციელებას იწყებს

843

„რეგიონის განვითარების ცენტრი“ (RDC), ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – „თვითმმართველობის ინსტიტუციური ცვლილების შეფასება“ განხორციელებას იწყებს. პროექტი რეფორმის ფარგლებში განხორციელებული  ინსტიტუციური ცვლილებების შედეგების შესწავლას და  რეფორმის ეფექტური გაგრძელების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, 5 სამიზნე მუნიციპალიტეტში  ჩატარდება კვლევები და გაიმართება დისკუსიები იმ შედეგების სიღრმისაულად შესასწავლად, რაც რეფორმამ თვითმმართველობებს მოუტანა. ასევე, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით, მომზადდება რეკომენდაციები რეფორმის განმახორციელებელი ინსტიტუტებისათვის: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთვის.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ასევე, ჩატარდება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელ ექსპერტები.

კონფერენციაზე მოხდება კვლევის შედეგებისა და მომზადებული რეკომენდაციების პრეზენტაცია და გაიმართება დისკუსია.