როგორ მოეწყობა აეროპორტთან არსებული მონუმენტის – “ადამიანი და მზე” მიმდებარე ტერიტორია (ვიდეო)

1505

წინა სტატია

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება აეროპორტთან არსებულ მონუმენტს – “ადამიანი და მზე”, ხოლო მის ირგვლივ ტერიტორიაზე – 12 400 კვ.მ.-ზე მოეწყობა მწვანე სივრცე. ტერიტორიაზე დაგეგმილია ხელოვნური ტბის მოწყობა, დამონტაჟდება გარეგანათებები.

პროექტის ღირებულება 3 მილიონ 500 ათასი ლარია.

ამასთან, იხილეთ, როგორი იქნება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი ვარკეთილსა და დიდ დიღომში; როგორ მოეწყობა დიღმის ჭალების ახალი პარკი და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი; განახლებული ფიროსმანისა და გუდიაშვილის ქუჩა; როგორ განვითარდება გორგასლის სანაპირო; როგორი იქნება განახლებული დედა ენის ბაღი, გამოფენა, მშრალი და საარბრუკენის ხიდები და როგორი იქნება ვაშლიჯვრის გზაგამტარი.

ასევე, ცნობილია, რომ უნივერისტეტის ქუჩა და წყნეთის გზატკეცილი ერთმანეთს ახალი საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება.